ჩოგბურთი

22:15 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი როლან გაროსის ნახევარფინალში მეთოთხმეტედ გავიდა (+VIDEO)

საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ტურნირის მესამე ნომერმა რაფაელ ნადალმა დიეგო შვარცმანი 6:3, 4:6, 6:4, 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში მეთოთხმეტედ გავიდა. როლან გაროსზე ესპანელ ჩოგბურთელს ზედიზედ 36 სეტი ჰქონდა მოგებული.

როლან გაროსის 13-გზის გამარჯვებულმა ამ ტურნირზე 105-ე შეხვედრა მოიგო, სულ კი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი მატჩი აქვს წაგებული. ნადალი 21-ე დიდი სლემის ტიტულისთვის იბრძვის.

განვლილ შეხვედრაში ნადალმა 35 ვინერი შეასრულა, ხოლო შვარცმანმა - 26. ორმაგ შეცდომებში კი არგენტინელი "ლიდერობდა" – 39:29. მესამე სეტში დიეგო 4:3 იგებდა, თუმცა ამის შემდეგ ნადალმა ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო და 21 ჩაწოდებიდან 20 გათამაშებაში აიღო ქულა.

ნახევარფინალში რაფა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მატეო ბერეტინის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106087