ფეხბურთი

22:58 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

"ფლამენგოს" 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟერსონ დანტოს და სილვა კარიერას "მარსელში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "მარსელმა" ბრაზილიელებთან შეთანხმებას მიაღწია.

ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია ტრანსფერის დეტალები, თუმცა ფრანგული მედიის ცნობით, "მარსელი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდის. აღნიშნული ტრანსფერი კი გუნდის ახალ თავკაცს ხორხე სამპაოლის მოუთხოვია.

ჟერსონი "ფლუმინენსეს" აკადემიის აღზრდილია და "რომამ" 2016 წელს დაიმატა. ორი წლის შემდეგ "მგლებმა" ფეხბურთელი "ფიორენტინაში" ერთი სეზონის გაანათხოვრა და ამის შემდეგ "ფლამენგოში" გაასხვისა. "რომას" რიგებში ნახევარმცველმა 42 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, ხოლო "ფლამენგოს" მაისურით გამართულ 98 შეხვედრაში თავი ექვსი გოლით და ათი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132001