ფეხბურთი

20:55 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ვარჯიშის განახლებას ორ-სამ დღეში შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ბენზემა ფეხის დაზიანება ბულგარეთთან მოგებულ (3:0) ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ოლივიე ჟირუ გავიდა. გამოცემის ინფორმაციით, ბენზემა ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩისთვის მწყობრში იქნება და შეძლებს "მამლებს" გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ დაეხმაროს. აღნიშნული შეხვედრა 15 ივნისს მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111823