თამაშგარე

12:05 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიკი კიმენი “კრუხის“ამპლუაში

ესპანური ბულვარული მედიის მტკიცებით, ცნობილ მამრებზე მონადირე ესპანელ ლამაზმანებს ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონას“ მობურთალის, ფრენკი დე იონგის გულისსწორი, მიკი კიმენი სძულთ, რომელიც სატრფოს კრუხივით მუდმივად ზედ დაჰფოფინებს და ყველამ იცის, რომ ეს გოგო ფრენკის ადვილად არ დათმობს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფრენკი დე იონგი და მიკი კიმენი ერთმანეთს ბავშვობის ასაკიდან იცნობენ და მათ შორის ტრფიალებაც უმრწმესი ასაკიდან დაიწყო. დე იონგს ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ ვერც კი იხსენებს რამდენი წლის იყო, როდესაც ამ გოგოსთან თანაცხოვრება მტკიცედ გადაწყვიტა და დღემდე გადაწყვეტილების ერთგულია.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფრენკი დე იონგი როგორც ჩანს ბუნებითაც არაა მექალთანე და საამისოდ ფიზიკურად დროც არ რჩება. კატალონიაში ყველა ხედავს, როგორი თავდადებით ვარჯიშობს ხოლმე ეს ბიჭი და ისიც ადვილად გასაგებია, რომ ფრენკისთვის სპორტული კარიერა პირველ ადგილზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161879