ფეხბურთი

18:37 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის სუპერლიგაში ბაჩანა არაბულის გოლი სეზონის საუკეთესოდ დასახელდა

ბერძნული „ლამიას“ ქართველი ფეხბურთელის, ბაჩანა არაბული გოლი საბერძნეთის სუპერლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს. 27 წლის თავდამსხმელმა 5 იანვარს, სალონიკის „არისთან“ „მაკრატელა“ დარტყმით დაამწუხრა მეტოქე.

სუპერლიგამ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და ქართველ ფეხბურთელს ხმების 52.87% ერგო, რის ხარჯზეც დიდი უპირატესობით იმარჯვა. მან საბერძნეთის ნაკრებისა და სალონიკის პაოკ-ის ლიდერ ხრისტოს ცოლისს აჯობა.

ხუთეული ასეთია:

1. ბაჩანა არაბული (ლამია) – 52.87%

2. ხრისტოს ცოლისი (პაოკ) – 21.09%

3. იან მვილა (ოლიმპიაკოსი) – 5.65%

4. ლევი გარსია (აეკ) – 5.19%

5. კრისტიან განეა (არისი) – 4.95%

შეგახსენებთ, ბაჩანა არაბულმა გასულ სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში 21 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116257