ფეხბურთი

14:52 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ლოკატელის „რეალში“ ხილვა სურს

მადრიდის „რეალი“ „სასუოლოს“ ნახევარმცველით, მანუელ ლოკატელით დაინტერესდა - გვამცნობს Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნერლმა, კარლო ანჩელოტიმ, კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, „იუვენტუსს“ კონკურენცია გაუწიონ და 23 წლის იტალიელი იყიდონ.

ლოკატელის „სასუოლოსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ახლადდამთავრებულ სერია A-ს სეზონში, საყრდენმა ნახევარმცველმა, 34 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096509