ფეხბურთი

2:25 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას მიმართ ინტერესს ფრანგული გუნდი იჩენს

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ „სოშოში“ გადავიდეს. francebleu.fr-ს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ცენტრალური მცველის იოჰან მარსიალის შემცვლელს ეძებს, რომლის წასვლა გადაწყვეტილია.

როგორც გამოცემა წერს, „სოშო“ სერიოზულადაა დაინტერესებული თბილისის „ლოკომოტივის“ მცველით, მაგრამ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივში“ მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამაშობს და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. 33 წლის ქართველ მცველს მანამდე „დინამო თბილისში“ (2006-2010), არნემის „ვიტესში“ (2010-2018) და „სან ხოსეში“ (2018-2020) უთამაშია.

„სოშო“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარია და გასული სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. 21-ე საუკუნის დასაწყისში ეს გუნდი ლიგა 1-ში მუდმივად თამაშობდა და ევროთასებზეც ასპარეზობდა. 2004-2005 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში, „დინამოს“ 2:0 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112923