თამაშგარე

14:40 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანდელაკისა და სლუცკის დაპირისპირება გრძელდება

რუსული მთავარი სპორტული არხის - “მატჩ ტივის“ მთავარი პროდიუსერი თინა კანდელაკი და ყაზანის “რუბინის“ მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი რომ ერთმანეთთან “ძაღლი-კატასავით“ არიან გადაკიდებული, ეს მთელმა რუსეთმა იცის და ჟურნალისტებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მათი დაპირისპირება სახალისოდ წარმოაჩინონ.

რამდენიმე დღის წინ ლეონიდ სლუცკი კომენტატორის ამპლუაში მოგვევლინა, რუსეთისა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი წაიყვანა და თამაშის წინ რუსეთის ჰიმნის წარმომდგენ მომღერალ ფილიპ კირკოროვზე თქვა, რომ მომღერალს ეპატიება ფეხბურთის არცოდნა, ხოლო როდესაც სპორტული არხის მთავარი პროდიუსერი ფეხბურთის აზრზე არაა - სირცხვილია.

ამ კომენტარამდე ფილიპ კირკოროვმა უცნაური განცხადებით “გამოიჩინა თავი“ და ყველამ დაინახა, რომ მომღერალს მარიო ფერნანდესი მაგომედ ოზდოევში აერია, ოზდოევის დანახვისას კირკოროვმა იკითხა: ნეტა ამან რუსული ენა თუ იცისო. როგორც იცით, ფერნანდესს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და არცთუ დიდი ხანია, რაც რუსეთის ნაკრებში გამოდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113542