ფეხბურთი

19:31 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ზიეჩის გაყიდვას აპირებს და მას იტალიაში ეპატიჟებიან

ლონდონის „ჩელსი“ შესაძლოა ჰაკიმ ზიეჩიმ დატოვოს, რომელიც ტომას ტუხელის გეგმებში არ შედის. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური გუნდი ზაფხულში იმ ფეხბურთელებთან შელევას აპირებს, რომლებსაც გერმანელი არ ენდობა.

სიაში ზიეჩი პირველი წერია. მაროკოელმა ფეხბურთელმა ტუხელის „ჩელსის“ დანიშვნის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. 28 წლის შემტევს წინადადებების ნაკლებობა არ აქვს.

იტალიური მედია წერს, რომ ძალიან აქტიურობს „ნაპოლი“. „აძურის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ძალიან სურს, რომ აფრიკელი შემტევი გადაიბიროს, რადგან მისი სათამაშო სქემისთვის (4-2-3-1) იდეალურ კანდიდატურად მიაჩნია.

შეგახსენებთ, „ჩელსიმ“ ჰაკიმ ზიეჩი გასულ ზაფხულს „აიაქსიდან“ დაიმატა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111776