ფეხბურთი

1:10 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენმა თანამეჯგუფე შვედეთმა სომხეთს მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრების თანამეჯგუფე შვედეთის ეროვნულმა გუნდმა, სოლნაში, „ფრენდს არენაზე“ ამხანაგურ მატჩში სომხეთისას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-16 წუთზე „ლაიფციგის“ შემტევმა, ემილ ფორსბერგმა გახსნა. 34-ზე „დალიან პროს“ მცველმა, მარკუს დანიელსონმა მეორედ აიღო დავიდ იურჩენკოს კარი.

38-ე წუთზე სომხების კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ აიკ-ის ნახევარმცველმა, სებასტიან ლარსონმა ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, 64-ზე სტუმრებმა იყოჩაღეს და სლოვაკური „ჟილინას“ ვაჰან ბიჩახჩიანმა ერთი ბურთი გაქვითა.

წერტილი კი 85-ე წუთზე, რუსული „კრასნოდარის“ 34 წლის თავდამსხმელმა, მარკუს ბერგმა დასვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115303