ფეხბურთი

0:54 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის და აბურჯანიას კომენტარები: "ნიდერლანდებთან თამაში ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბა ლობჟანიძემ და გიორგი აბურჯანიამ ნიდერლანდებთან მატჩამდე კომენტარები გააკეთეს. ქართველი მოთამაშეების განცხადებით, მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან და ეს თამაში მათ რეალურ ძალას გამოაჩენს.

"ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემოპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება. ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით", - თქვა ლობჟანიძემ.

თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება. ტვენტეს სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება", - აღნიშნა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061248