ფეხბურთი

15:17 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "აპოელის" ღირსებას სიამაყით დავიცავ"

თორნიკე ოქრიაშვილმა „აპოელის“ ქომაგებს მიმართა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, გუნდს ტიტულის მოპოვებაში რომ დაეხმაროს.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომელიც მენდო. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ფერებს დავიცავ და ტიტულების მოპოვებაში დავეხმარები. მალე მოედანზე შევხვდებით“, - თქვა ოქრიაშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც კვიპროსულმა გუნდმა გაავრცელა.

თორნიკე ოქრიაშვილი 2019 წლიდან „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა და 41 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე მას „კრასნოდარში“, „ეშკიშეჰირსპორში“, „გენკში“, „ჩერნომორეცში“, „მარიუპოლში“, „შახტარსა“ და „გაგრაში“ უთამაშია.

„აპოელი“ კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია: 28-ჯერ გახდა ჩემპიონი, 21-ჯერ თასი და 14-ჯერ სუპერთასი მოიგო, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ მერვე ადგილის დაკავება შეძლო. ნიქოზიელები ევროთასებზე წარმატებით თამაშობენ, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა (ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში), ხოლო 2011-2012 წლების სეზონში კი მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა.

0.169718