ფეხბურთი

13:50 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალბას „ბარსელონაში“ სამუდამოდ დარჩენა სურს

„ბარსელონას“ 32 წლის მცველმა, ჟორდი ალბამ, განაცხადა, რომ კლუბში სამუდამოდ დარჩენა სურს.

„ბარსელონასთან“ კონტრაქტი კიდევ სამ წელიწადს მაკავშირებს და ვგრძნობ, რომ ბოლომდე შემიძლია გამოვიმუშაო. მაგრამ, ძალიან მინდა, კლუბში სამუდამოდ დავრჩე.“ - ციტირებს ალბას სიტყვებს Goal.

ალბა „ბარსელონაში“ 2012 წლიდან თამაშობს. მას გუნდთან ერთად 5-5-ჯერ მოუგია ესპანეთის ჩემპიონობა და თასი. გაუმარჯვია ჩემპიონთა ლიგასა და უეფას სუპერთასზე. მანამდე ის „ვალენსიასა“ და „ხიმნასტიკის“ ღირსებას იცავდა.

ალბამ წლეულს მარტში, თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057866