თამაშგარე

13:10 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ჭრიჭინა“ კიმ კარდაშიანი

მადლიერი ხალხის მიერ “ძუძუმთად“ წოდებული სომხური წარმოშობის გავაგანიერი ამერიკელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ, თუმცა ამჯერად მისადმი ცხოველი ინტერესი არც მეტი, არც ნაკლები, განათლებას უკავშირდება.

საქმე იმაშია, რომ კარდაშიანის ქალს თურმე მთელი გულით, სულითა და მუღამით სურდა იურისტის დიპლომს დაუფლებოდა და როგორც თავად ამბობს, მრავალი უძილო ღამე გაატარა, რათა ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული იურიდიული სასწავლების სტუდენტის წოდება მოეპოვებინა, მაგრამ “ჭრიჭინა“, იგივე მარინა გიორგის ასულ ფერაძესავით პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრა.

გულდათუთქული კიმ კარდაშიანი ამტკიცებს, რომ მან ყველა საკითხი კარგად იცოდა, მაგრამ მისი ეპატაჟური იმიჯის გამო სერიოზულად არ უყრებდენ და არც მისმა სწავლის სურვილმა დატოვა დამაჯერებელი შთაბეჭდილება. ამ გოგოს ფული არ აკლია და ცხადია ადვილად შეუძლია ისეთ სასწავლებელში ჩააბაროს, სადაც ცოდნაზე არანაკლებად ფული ჭრის, მაგრამ როგორც ჩანს სურს, რომ ყველას დაუმტკიცოს, ლამაზი მკერდ-ბარძაყის ფლობის გარდა ნიჭიერიც რომაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145552