ფეხბურთი

0:23 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მენდი პირველი აფრიკელი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა

პორტუში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მიმდინარეობს „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის. საინტერესოა, რომ „ჩელსის“ მეკარე, ედუარ მენდი, უნიკალური მიიღწევის ავტორი გახდა: ის პირველი აფრიკელი მეკარეა, ვისაც ამ ტურნირის ფინალში უთამაშია - გვამცნობს Goal.com.

ლონდონური კლუბის კარის დარაჯმა შეხვედრამდე ექვსი დღით ადრე ტრავმა მიიღო და შეიძლებოდა გადამწყვეტ მატჩში ვეღარ ეთამაშა, მაგრამ თავს მოერია და მინდორზე მაინც გავიდა.

აფრიკული კონტინენტის ბოლო მეკარე, რომელსაც ასეთი რანგის შეხვედრაში ეთამაშა, „ლივერპულის“ ზიმბაბველი ბრიუს გრობელაარი გახლდათ, ოღონდ მაშინ ტურნირს ჩემპიონთა თასი ეწოდებოდა.

0.111208