ფეხბურთი

22:50 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბრენტფორდის“ მწვრთნელი: „ახლა უნდა დავთვრე, პრემიერლიგაზე კი ხვალ ვიფიქრებ“

ინგლისური ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალში, „ბრენტფორდმა“ „სუონსის“ 2:0 მოუგო და თავის 86 წლიან ისტორიაში პირველად მოიპოვა ელიტაში თამაშის უფლება. მატჩის შემდეგ ბრენტფორდელთა მწვრთნელი, ტომას ფრანკი, ემოციებს ვერ მალავდა.

„ახლა მთლიანად დაცლილი ვარ, არცკი ვიცი, როგორ აღვწერო ეს განცდა. გრძელი გზა გავიარეთ ჩავარდნებითა და წამოდგომებით. მაგრამ ბოლოს საწადელს მაინც მივაღწიეთ. არაჩვეულებრივი შემადგენლობა გვყავს. ყველა ფეხბუთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო გამარჯვებაში.

ახლა უნდა დავთვრე, პრემიერლიგაზე კი ხვალ ვიფიქრებ.“ - ციტირებს ფრანკის სიტყვებს Sky Sports.

0.114148