ფეხბურთი

12:55 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ტაბიძეს მუხლის ოპერაცია გაუკეთეს

„უფას“ ქართველი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე ტრავმირებულია და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. რუსული კლუბის ვებგვერდის ცნობით, ქირურგიული ჩარევა მიუნხენის საავადმყოფოში მოხდა და წარმატებით ჩაიარა.

„მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით ჩაუტარდა მუხლის ოპერაცია. ჩვენ ჯიმის სწრაფად გამოჯანმრთელებას და მოედანზე დაბრუნებას ვუსურვებთ“, - წერს რუსული კლუბის ვებგვერდი.

გასულ სეზონში ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ჯიმი „უფას“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მანამდე ის „საბურთალოსა“ და „ურალში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში ტაბიძის ანგარიშზე 14 თამაშში 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117982