სხვა

1:32 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ენდი რუისს ენტონი ჯოშუასთან მესამე შეხვედრას სურს

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დეონტეი უაილდერმა ტაისონ ფიურისთან მესამე შეხვედრის უფლება მოიპოვა და ამით ფიურის და ენტონი ჯოშუას ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა გადადო, მადა ამერიკელ ენდი რუის უმცროსსაც გაეხსნა. და მან ჯოშუასთან შეხვედრა მოითხოვა.

საარბიტრაჟო სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ფიურისა და უაილდერს შორის არსებული კონტრაქტით, ბრიტანელი ვალდებულია, უაილდრს მესამედაც შეხვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ჯოშუასთან დაპირისპირების საშუალება.

ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰერნმა ფიურის და მის გუნდს, ბრძოლისგან თავის არიდებაში ბრალი დასდო და განცხადა, რომ მათ მოლაპარაკება გაწელეს და საბოლოოდ, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიყენეს, რათა ჯოშუასთან შეხვედრა თავიდან აეცილებინათ.

ჯოშუა IBF-ის, WBA-ის და WBO-ის ტიტულებს ფლობს და თავის მხრივ, WBO-ის სავალდებულო პრეტენდენტთან, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან შეხვედრა მოუწევს. შეხვედრის სავარაუდო ადგილი ლონდონი იქნება და ბრძოლა ზაფხულში გაიმართება.

თუ ჯოშუა უსიკს ვერ შეუტანხმდა, მაშინ WBO-ის ტიტული ვაკანტურად გამოცხადდება. ჰერნი კი ამბობს, რომ სხვა ვარიანტიც აქვს. ეს სხვა რუისია. თუმცა მისი თქმით, იდალური ვარიანტი, უსიკთან შეხვედრა იქნება. ის დასძენს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, დაახლოებით ათი დღე დასჭირდება.

„რუისმა ინსტაგრამზე მომწერა და მითხრა: „მე მზად ვარ, გაჩარხე ეს საქმე - ენტონი ჯოშუა რუისის წინააღმდეგ 3“. ეს ის ბრძოლაა, რომელმაც შეიძლება დაგვაინტერესოს. კიდევ ერთი ამერიკელი ლუის ორტისია. თუ ბრიტანეთში ბრძოლას ავირჩევთ, არც ვიცი, შესაძლოა დილიან უაითი“, - ამბობს ჰერნი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108576