ფეხბურთი

19:32 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბი "სამგურალმა" მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში იმერული დერბით დასრულდა, რომელშიც „სამტრედიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მასპინძლებისთვის, რომელთაც ქულები ჰაერივით სჭირდებათ.

თუმცა, სოსო ფრუიძის გუნდმა მოიგო, რომელიც გრიგოლ დოლიძის დუბლით პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდა. სამტრედიელებმა ეს გოლები ჯერ ილურიძისა და მერე რუხაძის შედეგიანი დარტყმის შედეგად გაქვითეს.

მიუხედავად ამისა, გია ცეცაძის გუნდი მაინც დამარცხდა, რადგან 87-ე წუთზე წყალტუბოელებს გიორგი ბუხაიძემ მოაგებინა - 2:3.

„სამგურალმა“ 22 ქულა დააგროვა და სახიფათო ზონას საკმაოდ დაშორდა, ხოლო „სამტრედია“ 9 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. საქართველოს ეროვნულ ლიგაში ახლა ორკვირიანი პაუზა დაისადგურებს, რაც სანაკრებო მატჩებითაა განპირობებული და სეზონი 9 ივნისს განახლდება.

„სამტრედია“ – „სამგურალი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 დოლიძე (8), 1:1 ილურიძე (22), 1:2 დოლიძე (35), 2:2 რუხაძე (67), 2:3 ბუხაიძე (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113913