ფეხბურთი

21:59 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" სიმეონეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მადრიდის "ატლეტიკო" მთავარი მწვრთნელისთვის, დიეგო სიმეონესთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს. როგორც ESPN-ი იუწყება, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. წინასწარი ინფორმაციით, "როხიბლანკოსის" ხელმძღვანელობას სურს არგენტინელი გუნდში 2024 წლის ივლისამდე დარჩეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ იმ შემთხვევაში თუ "ატლეტიკო" ჩემპიონი ვერ გახდება, კლუბს მისი შენარჩუნება სურს. ლა ლიგაში ბოლო ტურია დარჩენილი, "როხიბლანკოსი" კი მეორეადგილოსან "რეალს" ორი ქულით უსწრებს. დიეგომ გუნდი 2011 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ "ატლეტიკომ" ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი და ლა ლიგა მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132352