ფეხბურთი

15:16 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა კოლუმბიაში არ ჩატარდება

კოპა ამერიკა კოლუმბიისა და არგენტინის ნაცვლად მხოლოდ არგენტინაში გაიმართება. ამის შესახებ კონმებოლი ოფიციალურად იტყობინება.

კოლუმბიას მასპინძლობის უფლება ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილური ვითარების გამო ჩამოერთვა. ქვეყანაში ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს და ამ მდგომარეობაში კოპა ამერიკის იქ ჩატარება შეუძლებელი გახდა.

კოლუმბიის მხარემ კონმებოლს ტურნირის 2021 წლის ბოლოსთვის გადატანა სთხოვა, მაგრამ ეს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა უწყებამ არ გაითვალისწინა.

ამრიგად, კოპა ამერიკა მხოლოდ არგენტინაში ჩატარდება, რომელიც 13 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123377