ფეხბურთი

23:21 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იანგ ბოიზის" მწვრთნელი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს

"იანგ ბოიზის" მთავარი მწვრთნელი ხერარდო სეოანე "ლევერკუზენს" ჩაიბარებს. როგორც "ფარმაცევტების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შვეიცარიელი სპეციალისტი გერმანულ კლუბს 2024 წლის ივლისამდე გაწვრთნის.

ხერარდომ "იანგ ბოიზი" 2018 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ სეოანეს გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო შვეიცარიის სუპერლიგა, ხოლო თასის მფლობელი გასულ სეზონში გახდა. რაც შეეხება "ლევერკუზენს", გუნდმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და შემდეგ წელს ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

0.117273