ფეხბურთი

17:40 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე საგოლე პასი სამხრეთ კორეაში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩეპიონატის მე-17 ტურში ვაკო ყაზაიშვილმა საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაიმ“ სტუმრად ერთ-ერთი კონკურენტი „იეონბუკი“ 4:2 დაამარცხა და ვაკომ შეუცვლელად ითამაშა.

ყაზაიშვილმა 76-ე წუთზე ლი დონგ-ჯუნს გაატანინა, რომელიც მოედნის ცენტრიდან დიდებული პასით მეკარეს შეატოვა. მართლაც, ეფექტური და მაღალი დონის გადაცემა გამოდგა, ამ გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

28 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

„ულსან ჰიუნდაი“ 17 ტურის თავზე 30 ქულა აქვს და გალიდერდა, სწორედ „იეონბუკს“ გადაასწრო 1 ქულით, მომდევნო ტურში კი 22 მაისს „პოჰანგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13064