ფეხბურთი

13:35 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ჩემს მომავალზე შეკითხვებს ათასჯერ ვუპასუხე, ახლა სეზონის დასრულებაზე ვფიქრობ"

იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გააკეთა, რომელსაც ტურინულ გრანდში თავის მომავალზე ფიქრისთვის ახლა დრო არ აქვს და მხოლოდ სეზონის ფინალურ ნაწილზეა კონცენტრირებული.

„გამიმართლა, რომ პირველივე სეზონში მეორე ფინალში ვარ, ხოლო ჯან პიერო გასპერინისთვის კარიერაშია მეორე ფინალი. ჩვენ განსხვავებული გზა გვქონდა, ორი განსხვავებული თვისებების მქონე მწვრთნელები ვარ. მან „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგამდე მიიყვანა და მისი გუნდის წარმატება მთელ ევროპაშია აღიარებულია. რაც შემეხება მე, ახლახან დავიწყე კარიერა და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ასეთი ფინალი წინ მელოდება.

ჩემს მომავალზე შეკითხვებს უკვე ათასჯერ ვუპასუხე. ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მხოლოდ სეზონის ბოლო ორი თამაშის მოგებაზე ვარ ორიენტირებული და საუბრისთვის დრო ამის შემდეგ იქნება“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ უკვე მოიგო იტალიის სუპერთასის გადამწყვეტი მატჩი „ნაპოლის“ წინააღმდეგ (2:0). „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი კი, დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121962