ფეხბურთი

19:48 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ისტორიული რეკორდი დაემხო - რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მე-40 გოლი გაიტანა და გერდ მიულერს გაუტოლდა!

ჩემპიონი „ბაიერნი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და მთავარი ინტრიგა ამ შეხვედრაში სწორედ ეს იყო. პოლონელმა 26-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში და მიულერის 1971-1972 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა - ბუნდესლიგის ერთ სეზონში 40 გოლი მათ გარდა არავის გაუტანია. რობერტის სასარგებლოდ ის მეტყველებს, რომ მან ეს 28 მატჩში მოახერხა, ხოლო მიულერმა 40 გოლის გატანას 34 თამაში მოანდომა. თან, წინ ბოლო ტურია და ლევანდოვსკი ეცდება კიდევ ერთხელ გამოიჩინოს თავი და რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს. „ბაიერნმა“ კი ამ საოცარი რეკორდის მიუხედავად, „ფრაიბურგთან“ ვერ მოიგო. „რეკორდმაისტერი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე გაათანაბრეს და ქულები გაიყვეს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე „აინტრახტი“ გავარდნილ „შალკესთან“ დამარცხდა და დიდი ალბათობით, ოთხეულში ვეღარ შევა. ფრანკფურტელებმა მოახერხეს და გელზენკირხენელებისგან ერთბაშად 4 გოლი გაუშვეს. მართალია, ისევ გაიბრწყინა ანდრე სილვამ, რომელმაც დუბლი შეასრულა, მაგრამ პორტუგალიელის გარჯა საკმარისი არ გამოდგა. სხვათა შორის, მას მაგარი სეზონი აქვს და უკვე 27 გოლი დაუგროვდა. „აინტრახტი“ შანსს საბოლოოდ დაკარგავს, კვირას მისი კონკურენტები „დორტმუნდი“ და „ვოლფსბურგი“ თუ მოიგებენ.

ბრემენის „ვერდერი“ „აუგსბურგთან“ დამარცხდა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადარჩა, აი, „მუსიკოსთა“ ბედი ბოლო ტურში გაირკვევა. ზოგადად, „ვერდერი“, „კიოლნი“ და „არმინია“ ბოლო ტურში გაარკვევენ, ვინ გავარდება, ვინ ითამაშებს პლეი-აუტში და ვინ გადარჩება. ამ მხრივ, ბოლო ტურს ნამდვილად დიდი დატვირთვა ექნება.

„არმიანია“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (5), 1:1 ვოგლსამერი (23)

„აუგსბურგი“ – „ვერფერი“ (0:0)

გოლები: 1:0 ხედირა (57), 2:0 კალიჯური (90, პენ)

„ლევერკუზენი“ – „უნიონი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვიტცი (27), 1:1 პიანპალო (72)

„გლადბახი“ – „შტუტგარტი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შტინდლი (45), 1:1 ენდო (72), 1:2 კალაიჯიჩი (77)

„ფრაიბურგი“ – „ბაიერნი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (26, პენ), 1:1 გულდე (29), 1:2 სანე (53), 2:2 გენტერი (81)

„ჰერტა“ – „კიოლნი“ 0:0 (0:0)

„შალკე“ – „აინტრახტი“ 4:3 (1:1)

გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (15), 1:1 ანდრე სილვა (29), 1:2 ნ’დიკა (51), 2:2 იდრისი (52), 3:2 ფლიკი (60), 4:2 ჰოპე (64), 4:3 ანდრე სილვა (72)

0.09874