ფეხბურთი

22:40 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ლესტერთან" ორი "ფინალი" გველოდება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "ლესტერთან" გასამართი ინგლისის თასის ფინალის მატჩამდე განაცხადა, რომ ამ მატჩის გარდა მის გუნდს კიდევ ელის მნიშვნელოვანი მატჩი "მელიებთან" და ისისც ფინალის ტოლფასია.

"ჩელსი" ამჟამად სატურნირო ცხრილში 64 ქულით მეოთხე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება "ლესტერს", თუმცა "ლივერპულს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 60 ქულით მეხუთეზეა.

"ჩვეულებრივად ვემზადებით. ცოტათი გაბრაზებულები ვართ ჩვენი ასპარეზობიტ და გაშვებულ შანსებით. ახლა კი გამოწვევა გველოდება ამ მატჩის სახით. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ. "ლესტერი" ძლიერი გუნდია და დაიმსახურა ფინალში გასვლა. რამდენიმე დღეში კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მათთან ჭიდილი მოგვიწევს." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ტუხელმა.

კითხვაზე რომელი მატჩია უფრო მნიშვნელოვანი ტომასმა შემდეგნაირად უპასუხა: "ასე ვერ განვსჯი. წინ ორი ფინალი გველოდება და სხვა არაფერზე ვფიქრობთ. ესაა ფინალი თასის და ოთხეულში მოსახვედრი მატჩი. ჩვენ "არსენალთან" გავუშვით შანსი, რათა ახლა უპირატესობა გვქონოდა. ცოტა სასაცილოა, რომ ორი "ფინალური" მატჩი ერთ გუნდთან უნდა ჩავატაროთ, რთული იქნება, თუმცა ამისთვის მზად ვართ."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112373