ფეხბურთი

21:53 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გვაქვს"

ტურინის "იუვენტუსის" მტავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის "ინტერთან" გასამართ ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩამდე განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები შედეგით დამწუხრებულები არიან, თუმცა შანსი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი კვლავ აქვთ.

"ბიანკონერი" სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე 72 ქულით იმყოფეა და არის შანსი მომდევნო სეზონშI ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გამოვიდეს. "ინტერთან" შეხვედრაში კი გუნდს სამი ქულის მოპოვება სასიცოცხლოდ სჭირდება.

"ინტერმა" ყველაფერი კარგად შეასრულა და როგორც აღმოჩნდა ჩვენზე მოტივირებულები და სტაბილურები იყვნენ. ჩვენი ფეხბურთელები ამ შედეგით დამწუხრებულები არიან, თუმცა ეს გრძნობა ამბიციას თან ახლავს. ხვალ იტალიის ახალ ჩემპიონს ვხვდებით, რაც უფრო გვაძლევს მოტივაციას. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი, "ინტერი" კი თავის მხრივ შეეცდება მოიგოს თამაში. ვულოცავ მათ სკუდეტო, ჩვენ კი უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო." - განაცხადა პრესკონფერენციაზე პირლომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114313