ფეხბურთი

21:20 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი "არსენალს" სეზონის ბოლოს დატოვებს

ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი ლონდონის "არსენალს" სეზონის დასრულების ბოლოს დატოვებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, სამხრეთამერიკელმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ "მეთოფეთა" ხელმძღვანელობას უკვე აცნობა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას დავიდი.

ლუიზი "არსენალში" 2019 წელს "ჩელსიდან" გადავიდა და მის ტრანსფერში "მეთოფეებმა" რვა მილიონი გადაიხადეს. მას შემდეგ, დავიდმა ყველა ტურნირზე 73 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121619