ფეხბურთი

19:40 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო აგუერო "ბარსელონას" შეუთანხმდა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო ახლოსაა „ბარსელონასთან“ ტრანსფერთან. ესპანური მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად უკვე მიაღწიეს.

როგორც ცნობილი გახდა, „ბარსელონა“ მხოლოდ სეზონის დასრულებად ელოდება, რომ ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადოს. „კუნი“ „კამპ ნოუზე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

გარდა ამისა, „ბარსელონა“ ცდილობს „ლიონიდან“ მემფის დეპაიც უფასოდ დაიმატოს, რომელიც რონალდ კუმანს ძალიან მოსწონს და ტრანსფერის ინიციატორია.

რაც შეეხება აგუეროს, არგენტინელი ესპანეთში 2006-2011 წლებში თამაშობდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ღისებას იცავდა. სამხრეთ ამერიკელმა „მანჩესტერ სიტიში“ 10 სეზონი გაატარა და კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა (258) და მეტი ტიტულიც მოიგო (15).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113463