ფეხბურთი

22:35 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ვიდეოგამეორების მეშვეობით ფეხბურთი სამართლიანი გახდა"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ვიდეოგამეორების სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ VAR-მა ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახადა, თუმცა მწვრთნელებმა თავიანთ საქმეს უნდა მიხედონ და გუნდი უკეთესად მოამზადონ.

"რეალის" და "სევილიას" მატჩში ვიდეოგამეორების შედეგად ქარიმ ბენზემას გოლი არ ჩაუთვალეს. აღნიშნულ მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებები ზინედინ ზიდანმა გააკრიტიკა.

"ისეთ დინამიკურ თამაშში როგორიც ფეხბურთია საკამათო ეპიზოდები ყოველთვის იქნება. ბევრჯერ მითქვამს, რომ VAR-მა ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახადა. ზოგჯერ გადაწყვეტილებები შენს სასიკეთოდაა, ზოგჯერ შენს წინააღმდეგაა. მოდით დავივიწყოთ მსაჯები, მწვრთნელებმა თავიანთ საქმეზე უნდა იყვნენ ფოკუსირებულები და დარწმუნებულები რომ მისმა გუნდმა უკეთ ითამაშოს." - განაცხადა "სოსიედადთან" მატჩის წინ არგენტინელმა სპეციალისტმა.

იმ შემთხვევაში თუ "რეალი" ანდალუსიელებს დაამარცხებდა ლა ლიგაში გალიდერდებოდა. ამჟამად, "როხიბლანკოსს" სამი მატჩი აქვს ჩემპიონატში ჩასატარებელი და სამივეს მოგების შემთხვევაში 2014 წლის შემდეგ ლა ლიგას პირველად მოიგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110321