ფეხბურთი

17:36 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ლოკატელის შეძენა სურს და ფეხბურთელიც თანახმაა: "მზად ვარ იტალიიდან წავიდე"

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი შესაძლოა „სასუოლოში“ გადავიდეს. ფრანგული გუნდი 23 წლის ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა, იტალიურ კლუბს სასურველი თანხა გადაუხადოს.

პსჟ-ში თამაშის სურვილი თვითონ ლოკატელიმაც დაადასტურა, რომლის განცხადებით, მზადაა სერია A დატოვოს და იტალიის ფარგლებს მიღმა ითამაშოს.

„ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის ფანტასტიკური იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პასების ხარისხმა, გამოჩნდა სხვაობა ნორმალურ ფეხბურთელებსა და დიდ ჩემპიონებს შორის. სერია A-ში ამის გაკეთების პოტენციალი არსებობს, მაგრამ იქამდე ორი-სამი წელი დაგვჭირდება. მე ღია ვარ იტალიის გარეთ გამოცდილებისთვის, რადგან არსებობს მატარებლები, რომლებიც ორჯერ არ გადიან. ვერატის, ფლორენცისა და კინის ამ დონეზე თამაში სურვილს გიჩენს. პსჟ მსოფლიოს ტოპ კლუბია, იქ არიან იტალიელები, ასევე ნეიმარი მბაპე, გარდა ამისა, პარიზი მშვენიერი ქალაქია. მადლობას ვუხდი „სასუოლოს“, რადგან მათ ჩემი იმ დროს სჯეროდათ, როდესაც ბევრს ეჭვი ეპარებოდა. ყველამ იცის, რომ ეს ზაფხული საუკეთესო გზაა კარიერის გასაგრძელებლად, როგორც იტალიაში, ისე საზღვარგარეთ“, - თქვა ლოკატელიმ L’Equipe-თან საუბარში.

მანუელ ლოკატელი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის ღირსებას 2015-2018 წლებში იცავდა 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა „როსონერიმ“ მისი გასხვისება გადაწყვეტა და „სასუოლოში“ გადავიდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე 90 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში მას დებიუტი 2020 წელს ჰქონდა და 9 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

პსჟ-ს გარდა, ლოკატელით სერიოზულ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ და ტურინის „იუვენტუსი“ იჩენენ. „ბებერი ქალბატონი“ მანუელის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ კიდევ ერთხელ ეცდება მის გადაბირებას, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ძლიერი კონკურენტები ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112192