ფეხბურთი

1:32 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ კვლავ ლიდერად დარჩა

შაბათს, „კამპ ნოუზე,“ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ნათამაშებმა ფრემ, „რეალს“ შანსი გაუჩინა პრიმერას დამთავრებადე სამი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს სათავეში მოქცეოდა. ეგ არის, თავად უნდა გაემარჯვა. თუმცა კერკეტ „სევილიას“ ვერაფერი მოუხერხა და ფრეც ალბათ, ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო.

მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა. თავიდან ყველა „რეალის“ შეტევებს ელოდა, თუმცა პირიქით მოხდა, „სევილია“ მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა.

მართალია მე-12 წუთზე ბენზემამ მოახერხა გატანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს მიზეზით არ ჩაითვალა. სამაგიეროდ, სტუმრებმა იყოჩაღეს და ფერნანდომ გახსნა ანგარიში.

მასპინძლებმა 67-ზე მოახერხეს გათანაბრება. ზიდანმა შეცვლაზე ასენსიო შეუშვა და ამანაც მაშინვე გაიტანა.

ორმხრივი ჩხვლეტები შემდეგშიც გრძელდებოდა. შვიდ წუთში ბენზემა ბონოსთან პირისპირ დარჩა და თითქოს პენალტი მოიპოვა, თუმცა მადრიდელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან მანამდე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მილიტაოს მოხვედროდა. მოკლედ, პენალტი მაინც დაინიშნა, ოღონდ „რეალის“ კარში. რაკიტიჩმა ზუსტად დაარტყა და ისევ დააწინაურა სტუმრები.

უკვე მეოთხე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა ანგარიში ისევ გათანაბრდა, კარლოსმა საკუთარ კარში შეაგდო. მაშინვე კაზემიროს შეეძლო გამარჯვება მოეტანა თავისიანებსთვის, თუმცა ბურთი მილიმეტრებით ასცდა ბონოს კარს.

მოკლედ, „ატლეტიკო“ კვლავ პირველ ადგილზე დარჩა, „რეალმა“ „ბარსელონას“ გადაუსწრო და მეორე საფეხურზე დადგა.

ესპანეთი

პრიმერა. 35-ე ტური. 9 მაისი

რეალი - სევილია 2:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

0:1 ფერნანდო (22), 1:1 ასენსიო (67), 1:2 რაკიტიჩი (78 პენ), 2:2 კარლოსი (90+4 საკ. კარში)

რეალი: კურტუა, ოდრიოსოლა, მილიტაო, ნაჩო, მარსელო (გუტიერესი 66), კაზემირო, მოდრიჩი (ასენსიო 66), კროოსი, ვალვერდე, ვინისიუსი (აზარი 79), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

სევილია: ბონო, ნავასი, კუნდე, კარლოსი, აკუნია, ფერნანდო, რაკიტიჩი (ტოეესი 88), ხორდანი (გუდელი 84), სუსო (როდრიგესი 83), გომესი (ენ-ნესირი 56), ოკამპოსი (დე იონგი 88)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: კაზემირო (21); სუსო (56), გუდელი (85)

ხეტაფე - ეიბარი 0:1

0:1 რესიო (89 პენ)

ვალენსია - ვალიადოლიდი 3:0

1:0, 2:0 მაქსი გომესი (45+1, 48), 3:0 კორეა (89)

ვილიარეალი - სელტა 2:4

0:1 მინა (19), 1:1 გომესი (25), 1:2 მინა (34 პენ), 1:3 მენდესი (45+3 პენ), 1:4 სოლარი (57), 2:4 მორენო (87 პენ)

გაძევება: გასპარი (45+7), რული (45+4) - ორივე ვილიარეალი, მოედანს გარეთ; ფერეირა (88) - სელტა

0.114839