ფეხბურთი

0:16 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „სიტი“ არ გააჩემპიონა

მანჩესტერის „ცისფერი მხარე“ ჯერ კიდევ შაბათს აპირებდა ჩემპიონობის აღნიშვნას, მაგრამ გვარდიოლას გუნდმა „ჩელსისთან“ 1:2 წააგო და ტრიუმფი გადაიდო. კვირას „მანჩესტერს“ რომ წაეფორხილა, „სიტი“ ჩემპიონი იყო, მაგრამ სატიტულო ზეიმი მომდევნო ტურისთვის გადაიდო.

„მანჩესტერმა“ პირველი ტაიმი დათმო ბირმინგერმელებთან, მაგრამ, მეორეში გაილაღა. ბრუნუ ფერნანდეშმა (პენალტით), მეისონ გრინვუდმა და ედინსონ კავანიმ სამჯერ გაუტანეს „ასტონ ვილას“ და შანსი არ დაუტოვეს.

საინტერესო კიდევ ის იყო, რომ გვიან მატჩში „არსენალმა“ „ვესტ ბრომვიჩს“ ასევე 3:1 მოუგო და ჩემპიონშიფში გაუშვა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 35-ე ტური. 9 მაისი

ასტონ ვილა - მანჩესტერი 1:3

1:0 ტრაორე (24), 1:1 ფერნანდეში (52 პენ), 1:2 გრინვუდი (56), 1:3 კავანი (97)

გაძევება: უოტკინსი (85) - ასტონ ვილა

ვულვერჰემპტონი - ბრაიტონი 2:1

0:1 დანკი (13), 1:1 ტრაორე (76), 2:1 გიბს-უაითი (90)

გაძევება: დანკი (53)

ვესტ ჰემი - ევერტონი 0:1

0:1 კალვერტ-ლიუინი (24)

არსენალი - ვესტ ბრომვიჩი 3:1

1:0 სმიტ-როუ (29), 2:0 პეპე (35), 2:1 პერეირა (67), 3:1 ვილიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123833