ფეხბურთი

20:27 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორეცკას დილემა

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, ბუნდესლიგის 35-ე ტურის მატჩში „გლადბახის“ წინააღმდეგ (6:0), ტრავმა მიიღო და წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს - გვამცნობს Kicker.

ის მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და 10 წუთში შესაცვლელი შეიქნა. შუახაზელს ბარძაყის სერიოზული დაზიანება აქვს და ერთი ხანი ვეღარ ითამაშებს.

ახლა მისი მთავარი პრობლემა სწრაფი რეაბილიტაციაა, რაც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშის საშუალებას მისცემს. ბუნდესნაკრები ტურნირს 15 ივნისს იწყებს.

0.108346