ფეხბურთი

17:21 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალი" "თელავს" დაუზავდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტური წყალტუბოში დაიწყო, სადაც „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოდგა. ანგარიში სოსო ფრუიძის გუნდმა მალევე გახსნა. თავი ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინა და იმერლებმა ტაიმის მოგებაც მოახერხეს.

თუმცა, მეორე ნახევარში „თელავი“ გააქტიურდა და 55-ე წუთზე რევაზ ინჯგიას გოლით წონასწორობაც აღადგინა. დარჩენილ დროში გოლ აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„სამგურალი“ 12 ტურში მოპოვებული 13 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „თელავს“ 8 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

„სამგურალი“ – „თელავი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლექვთაძე (11), 1:1 ინჯგია (55)

0.118906