ფეხბურთი

21:36 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზმა შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს

ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისური კლუბი დატოვოს და კარიერა MLS-ის რომელიმე კლუბში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი რამდენიმე კლუბს დაუკავშირდა და მოლაპარაკება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდებზეა საუბარია.

დავიდ "არსენალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაუმთავრდება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. "მეთოფეებს" ლუიზი 2019 წელს "ჩელსიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 73 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

0.10941