სხვა

10:33 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილის ზედიზედ მეექვსე მოგება UFC-ში (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში წარმატებული სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-6 ბრძოლა მოიგო.

მერაბი კოდი სტამანს გაეჯიბრა, რომელთანაც ბრძოლა მანამდე ორჯერ გადაიდო, მაგრამ როგორც იქნა, დაპირისპირება შედგა და ქართველმა სამივე რაუნდში აჯობა მეტოქეს. მსაჯებმაც უპირატესობა დვალიშვილს მიანიჭეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა - 30:27, 29:28, 29:28.

„ჩემო საქართველო ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგახაროთ. ქრისტე აღსდგა!“, - თქვა ბრძოლის შემდეგ მერაბმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს გამრთული, საიდანაც პირველი ორი წააგო, მაგრამ მას მერე დაუმარცხებელი დ 6 ბრძოლა მიჯრით მოიგო.

0.10827