კალათბურთი

1:51 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

24 წუთში 24 ქულა: გიორგი შერმადინის მორიგი საოცარი თამაში ესპანეთში (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას 34-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „გიპუზკოა“ 98:69 ადვილად დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

შერმადინმა 24:39 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა, და 4 პასი მიითვალა. 31 წლის კალათბურთელმა 12-დან 10 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა.

გიორგი როგორც ქულების, ისე მოხსნებისა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით ორივე გუნდში საუკეთესო იყო და MVP-ს ტიტული დამსახურებულად ერგო.

„ლენოვო ტენერიფე“ 26 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 მაისს სტუმრად „ფუენლაბრადასთან“ გამართავს.

0.118846