ფეხბურთი

22:20 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლეხი" ნიკა კაჭარავას არ გამოისყიდის

პოზნანის „ლეცი“ ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ ნიკა კაჭარავას სატრანსფერო უფლებებს არ გამოისყიდის. ამის შესახებ კვიპროსული მედია იტყობინება.

ქართველი ფორვარდი პოლონურ გუნდს ზაფხულში იჯარით შეუერთდა, მაგრამ მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა. მერე კი, მძიმე ტრავმაც მიიღო და ამ დრომდე ლაზარეთშია.

შედეგად, პონზანელები კმაყოფილები არ არიან და ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 250 ათასი ევროს გადახდას, რაც გამოსასყიდი თანხაა, არ გეგმავენ.

კაჭარავას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და გუნდსში დაბრუნდება, მაგრამ სავარაუდოდ, დროებით და კვიპროსელები მას არ შეინარჩუნებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113257