ფეხბურთი

21:46 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალისთვის სეზონი დასრულდა

მადრიდის „რეალის“ მცველი დანი კარვახალი დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელ მცველს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული.

სარეაბლიტაციო პერიოდი მინიმუმ 3 კვირას გასტანს, რაც პრაქტიკულად იმის მაუწყებელია, რომ კარვახალისთვის სეზონი დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დანი კარვახალმა ყველა ტურნირზე 15 თამაში ჩაატაა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113987