ფეხბურთი

14:21 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბარნსი ევროს გამოტოვებს

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდის გარემარბი, ჰარვი ბარნსი, პრემიერლიგის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს და ვერც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება ზაფხულში.

„ჰარვის რეციდივი მოუხდა. მცირე ოპერაცია გადაიტანა, რათა მუხლის არეში იარები გაესუფთავებინა. ახლა ჯობს იმკურნალოს. შედეგად, პრემიერლიგის დაჩენილი მატჩების და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

მთავარია, მომავალ სეზონს მწყობრში შეხვდეს.“ - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sky Sports.

0.115605