ფეხბურთი

21:05 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" და "სამტრედია" დაზავდნენ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორის „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოიპოვა.

ბრწყინვალე თამაში ჩაატარა სტუმართა მეკარემ ბექა ქურდაძემ, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი. უსაქმოდ არც მისი ვიზავი ლუკა გუგეშაშვილი ყოფილა და გულშემატკივარმა ნამდვილად კარგი თამაში იხილა.

ორივე ტაიმში თითო გოლი გავიდა. ანგარიში 36-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ზურაბ ერაძემ გაათანაბრა და მიუხედავად იმისა, რომ მერე საგოლე მომენტები მრავლად შეიქმნა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

გორის „დილა“ 19 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგლზე დარჩა, ხოლო „სამტრედიას“ 8 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.

„დილა“ – „სამტრედია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 გაგნიძე (36), 1:1 ერაძე (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11396