ფეხბურთი

20:41 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საპატა "ატალანტას" დატოვებას არ აპირებს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "ატალანტას" თავდამსხმელმა დუვან საპატამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"ატალანტაში" თავს ბედნიერად ვგრძნობ. გასპერინი დიდებული პიროვნებაა, რომელთანაც მუშაობა მსიამოვნებს. კლუბიდან წასვლას არ ვაპირებ, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს, განსაკუთრებით ფეხბურთში. ამჟამად კლუბის წარმატებაზე ვარ ფოკუსირებული." - ციტირებს Football Italia საპატას სიტყვებს.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "ატალანტაში" 2018 წელს გადავიდა. მას შემდეგ კოლუმბიელმა 124 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. მიმდინარე სათამაშო წელს კი დუვანმა 43 შეხვედრაში თავი 18 გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.109758