ფეხბურთი

15:50 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ - ფილოსოფოსი

„წარმატება მოდის მაშინ, როცა შენი ოცნებები მეტია, ვიდრე გამართლებები“ - დაწერა თავისი ტვიტერის გვერდზე „იუვენტუსის“ ვარსკვლავმა. კრიშტიანუ რონალდუმ და თან საილუსტრაციოდ სიღრმისეული ცქერით გამსჭვალული ფოტოც დაურთო.

რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობას ეკუთვნის ეს წინადადება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბოლო დროს იტალიური მედია პორტუგალიელს გვარიანად აკრიტიკებს, რადგან იტალიის ჩემპიონატში ჯადოქარმა ბოლოს 7 აპრილს გაიტანა „ნაპოლის“ წინააღმდეგ (2:1). მას შემდეგ კი დუმს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126745