ფეხბურთი

13:23 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელად ნაგელსმანის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2021 წლის 1 ივლისიდან, „ლაიფციგის“ 33 წლის დამრიგებლის, იულიან ნაგელსმანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დაწერა.

„ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელი 33 წლის სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანი გახდება. ის ბავარიის მიწაზეა დაბადებული და მიუნხენურ კლუბში „ლაიფციგიდან“ გადმოვა მომავალი სეზონის დასაწყისიდან, 1 ივლისიდან. მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.“ - გვამცნობს „ბაიერნის“ პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109005