ფეხბურთი

11:26 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ასპილიკუეტა, შესაძლოა, „ატლეტიკოში“ გადავიდეს

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა, სესარ ასპილიკუეტამ, კარიერა შესაძლოა, ესპანურ პრიმერაში გააგრძელოს. 31 წლის ფეხბურთელით „ატლეტიკოა“ დაინტერესებული - გვამცნობს El Gol Digital.

მადრიდელებს მისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადაბირება სურთ. „ჩელსისთან“ სესარის კონტრაქტს კი ვადა 2022 წელს ეწურება. პორტალი Transfermarkt ესპანელს 17 მილიონ ევროდ აფასებს.

ასპილიკუეტა „ჩელსიში“ 2012 წელს გადავიდა „მარსელიდან“ 8,8 მილიონ ევროდ. ის „ოსასუნას“ აკადემიის აღზრდილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.056021