თამაშგარე

11:52 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუდსახარში სტადიონის ტრიბუნებზე

თქვენს წინაშე წარმოდგენილმა ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. ფოტოზე ასახულია ინგლისის ერთ-ერთი დაბალი ლიგის, ყველასათვის ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო კლუბ “კლაიტეროს“ ტრიბუნების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გუნდის მოხერხებულმა მფლობელებმა არც მეტი, არც ნაკლები, ლუდსახარში გახსნეს.

ევროპაში და განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში ლუდსახარშის გახსნით აბა ვის გააკვირვებთ, მაგრამ ასე პირდაპირ სტადიონზე და სპეციალურად ქომაგების გულის გასახარად ლუდსახარშის აგუგუნება, საეჭვოა ინგლისის გარდა სადმე მოხერხებულიყო და ამის უფლება სპორტის მესვეურებს სხვაგან სადმე გაეცათ.

რთული სათქმელი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფანდი და ხრიკი არაფრით გამორჩეულ “კლაიტეროს“ ქომაგებს გაუზრდის, მაგრამ ის კი ნამდვილად გენიალური მიგნებაა, რომ უსუსური გუნდის დამარცხებების გადატანა ადგილობრივ ქომაგებს ახლადგამოხდილი ლუდის სმით უფრო მარტივად გამოუვათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114527