ფეხბურთი

21:31 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ იბრაჰიმოვიჩის საქმეზე გამოძიება დაიწყო

„მილანისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის საქმეზე უეფამ გამოძიება დაიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სადისციპლინო დებულების 31-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, უეფასმ დისციპლინალური გამოძება დაიწყო.

იბრაჰიმოვიჩი ტოტალიზატოს Bethard-ის თანამფლობელია, რომელიც იმ თამაშებზე იღებდა ფსონებს, უეფას რეგლამენტით აკრძალულია ფეხბურთელმა ითამაშოს ფიფასა და უეფას ტურნირებში, თუ მას ტოტალიზატორთან პირდაპირი ინტერესი აქვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვედ ფორვარდს არაა გამორიცხული 3-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს, რაც ავტომატურად კარიერის დასრულებასაც გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანმა“ ერთწლიანი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა და გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113977