ფეხბურთი

20:24 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" რევაზ გოცირიძე გაათავისუფლა

საფეხბურთო კლუბ „თელავში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. წარუმატებელი შედეგების გამო რევაზ გოცირიძე დაითხოვეს, რომელიც დროებით ბესიკ აბულაძემ შეცვალა.

გოცირიძე „თელავში“ 2019 წლიდან მუშაობდა და გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა, გასულ სეზონში კი ადგილიც შეინარჩუნეს. მიმდინარე სეზონი „თელავმა“ „სამტრედიასთან“ გამარჯვებით დაიწყო (1:0), მაგრამ მას მერე 9 ტური მოუგებლად განვლო (3 ფრე და 6 წაგება), რის შედეგადაც 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

რაც შეეხება ბესიკ აბულაძეს, მან გუნდი დროებით ჩაიბარა და „თელავს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან გოცირიძის ასისტენტი იყო. აღსანიშნავია, რომ ჯერ მხოლოდ 10 ტური მიილია, მაგრამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან ოთხში მწვრთნელი შეიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112559