ფეხბურთი

12:14 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ამ ორ წელიწადში მე გუნდთან ფსიქოლოგიურად ვიმუშავე, ახლა სკუდეტო 95%-ით ჩვენია"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ამ გამარჯვებით მისმა გუნდმა სკუდეტო 95%-ით მოიპოვა.

"რატომ გავიქეცი გოლის შემდეგ ფეხბურთელებთან ჩასახუტებლად? იმიტომ, რომ 95%-ით სკუდეტო ამ გოლის მერე მოვიგეთ. ეს გამარჯვება ფუნდამენტური იყო, არა 3, არამედ 9 ქულა მოვიპოვეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ უფრო ფსიქოლოგიურად ვიმუშავეთ. დიდი ხნის განმავლობაში „ინტერი“ კონკურენტუნარიანი არ იყო. შარშან ევროპა ლიგის ფინალში და ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით. წელს კი სკუდეტო ძალიან ახლოსაა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე სერია A-ს 79 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 11 ქულით უსწრებს. „ნერაძურის“ ბოლოს იტალიის ჩემპიონატი 2010 წელს აქვს მოგებული, ხოლო ტიტული 2011 წლის შემდეგ საერთოდ არ მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110671